ვანო ზარდიაშვილი - პროცესი უკვე არის პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ვითარებას არაორდინალურს უწოდებს.

"დღეს გვქონდა არაორდინალური ვითარება. ჩვენ ვნახეთ ბრალდებები პროცესის მიმართ. ქალბატონი ეკა და ბატონი გედი 6 წელია, ხელმძღვანელობდნენ როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ბრალდებას უყენებენ ანრი ოხანაშვილს, ორი კვირის დანიშნულს, რატომ არ განახორციელა მან ის ფუნქციები, რომელიც 6 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო“, - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროცესის ნეგატიურ კონტექსტში გადატანას ცდილობდნენ.

"ჩვენ ვიხილეთ პროცესის ნეგატიურ კონტექსტში გადატანა არასამთავრობოების მხრიდან, რომლებიც ორი ხელით ესაუბრებოდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილს როდესაც იგი წარადგენდა იმ პროცედურებით, რა პროცედურებითაც იმოქმედა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. მხოლოდ შეიცვალა ფუნქცია - პრეზიდენტის მაგივრად წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. პროცესი უკვე არის პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი."

ჟურნალისტებთან საუბრისას ზარდიაშვილმა ბესელიას პოლიტიკურ სპეკულაციებში დასდო ბრალი და ისიც აღნიშნა, რომ თუ ბესელია გავა პარლამენტიდან, ისიც სიამოვნებით დატოვებს მანდატს.

"მე გადავდექი იმისთვის, რომ ეკა ბესელიას გადადგომისთვის არ შემეშალა ხელი და ახლაც ვაცხადებ, თუ ქალბატონი ეკა გავა პარლამენტიდან, მეც დიდი სიამოვნებით დავტოვებ მანდატს იმ დღესვე. ეკა ბესელია არის ადამიანი, ვინც ხელოვნური სპეკულაციები მოაწყო სასამართლოსთან დაკავშირებით. მას შეეძლო საერთოდ დაებლოკა, ჩაეგდო კენჭისყრებით ეს მოსამართლეების საკითხი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, დადგა და პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყო", - აღნიშნა ვანო ზაედიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს