რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე პოლონელ კოლეგას შეხვდა

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პოლონეთის შსს-ს რელიგიის საკითხთა და ეთნიკური უმეცირესობების დეპარტამენტის დირექტორს ანდჟეი რუდლიცკისა და მის მოადგილეს ცეზარ მალიცესკის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრას სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში - ილია დარჩიაშვილი და მისი მრჩეველი - ნატალია თოფჩიშვილი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა პოლონური გამოცდილებითა და გამოწვევებით რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში, ასევე რელ. ორგანიზაციების რეგისტრაციის წესისა და ფორმების საკითხებით, რელიგიური განათლების, საკულტო ნაგებობების მშენებლობის, დაფინანსების პრინციპებით.

შსს-ს რელიგიის საკითხთა და ეთნიკური უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორის ანდჟეი რუდლიცკის განცხადებით, პოლონეთში რელიგიის თავისუფლების გარანტიას წარმოადგენს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რესპუბლიკაში არის 181 რეგისტრირებული რელ. ორგანიზაცია და მათგან 15 ე.წ აღიარებული რელიგიაა, რომლებთანაც სახელმწიფო ურთიერთობს ინდივიდუალური კანონების მეშვეობით. პოლონეთში რელიგიურ ორგანიზაციას რეგისტრაციისათვის სჭირდება მინიმუმ 2 წლიანი საქმიანობის გამოცდილება და ასი მოქალაქის ხელმოწერა.

ანდჟეი რუდლიცკის თქმით, პოლონეთში სოციალისტური რეჟიმის დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნების წესი შემუშავდა და აღნიშნული საკითხების შემსწავლელი კომისიები დღესაც მოქმედებენ. მისივე ინფორმაციით, სასულიერო პირებისთვის მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევა. ასევე, რელიგიური განათლება სკოლებში არის ნებაყოფლობითი.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა სურვილი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს