პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

დაცვის მხარე იმედს იტოვებს, რომ ზურაბ სოლომნიშვილის მიმართ არ განხორციელდება შერჩევითი მართლმსაჯულება,- ამის შესახებ პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული.

მუხრან ღურწკაიას თქმით, საქმეზე ამ დრომდე არავინ არის ცნობილი დაზარალებულად, არც არავინაა დაკითხული დაზარალებულის სახით და საქმეში მტკიცებულების სახით არ დევს ფარული ჩანაწერი. ამ პირობებში შეუძლებელია სასამართლო იყოს ობიექტური და ამავე დროს პატიმრობაში დატოვოს ბრალდებული.

„2019 წლის 13 მარტს პროკურატურამ პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით გამოძიების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული ვადა სასამართლოს მიერ სრულიად დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და უკანონოდ გაგრძელდა და სასამართლო სხდომა გადაინიშნა 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა ჩაინიშნა 20 მარტს, 13:00 საათზე. დაცვის მხარე აყენებს შუამდგომლობას ზურაბ სოლომნიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, გირაოთი შეცლის თაობაზე, ვინაიდან არ არსებობს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, განგრძობადი პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობა.

დაცვის მხარე იმედს იტოვებს, რომ სასამართლო ამჯერად მაინც დააკმაყოფილებს დაცვის მხარის შუამდგომლობას და ზურაბ სოლომნიშვილის მიმართ არ განხორციელდება შერჩევითი მართლმსაჯულება. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ საქმეზე 13 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო. საქმეზე არსებითად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეზე ამ დრომდე არავინ არის ცნობილი დაზარალებულად, არც არავინაა დაკითხული დაზარალებულის სახით და საქმეში მტკიცებულების სახით არ დევს ფარული ჩანაწერი. ამ პირობებში შეუძლებელია სასამართლო იყოს ობიექტური და ამავე დროს პატიმრობაში დატოვოს ბრალდებული“, - აღნიშნულია ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა