მარიამ ჯაში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ახალი სახეების შერჩევასთან დაკავშირებით არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა

განვიხილავთ იმ პრიორიტეტულ საკითხებს, რომელიც პლენარული სესიების კვირაში განიხილება და შესაბამისად, ეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში პარტიის ხელმძღვანელობასთან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

კითხვაზე, უკვე შეარჩია თუ არა პარტიამ ახალი კადრები, მარიამ ჯაში პასუხობს, რომ ამის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია იყო გავრცელებული.

„მე ვფიქრობ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით არაზუსტი ინფორმაცია იყო გავრცელებული. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გუნდის გაძლიერება. ბუნებრივია, ეს თავის მხრივ მოიცავს ახალი, საზოგადო მოღვაწეობის თვალსაზრისით გამორჩეული სახეების, არა მხოლოდ ასაკით ახალგაზრდა კადრების მობილიზაციის პროცესს. აღნიშნულთან დაკავშირებთ ის სკეპტიციზმი, , რომელიც გაჟღერდა არის გადაჭარბებული , რადგან ეს არ გახლავთ სტანდარტული ე.წ რეკრუტირების პროცეს“, - განაცხადა ჯაშმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა