მარიამ ჯაში გამომცემელთა ნაწილის პრეტენზიებს პასუხობს

„მიზანი გახლავთ სამინისტროს ბაზაზე კომისიის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და არა კონკრეტული ავტორთა ჯგუფის თუ კონკრეტული გამომცემლობის წიგნი - ასე უპასუხა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა გამომცემელთა ნაწილის პრეტენზიებს.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახელმძღვანელოს დაცვის გარანტიები უნდა გაძლიერებულიყო კანონმდებლობის დონეზე, პირველი მოსმენით, 2018 წლის დეკემბერში იყო განხილული, შესაბამისად, თუკი არსებობდა კონცეპტუალურად ასეთი აზრთა სხვადასხვაობა და დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობა იყო, აღნიშნული უნდა დაფიქსირებულიყო დეკემბრამდე. მიუხედავად ამისა, ჩემთვის, როგორც კანონპროექტის ერთ -ერთი მთავარი ავტორის მიზანი გახლავთ, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლოეროთ კულტურული მემკვოდრეობის ძეგლების დაცვის გარანტიები, პატივი მივაგოთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ნამდვილად უნიკალური პედაგოგიური მეთოდიკით არის შემონახული“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრა ჩაინიშნება და ყველას.მიეცემა შანსი სამუშაო პროცესში ჩაერთოს.

„სხდომაზე ჩემს კოლეგებთან ერთად ყველა კრიტიკული აზრი გავითვალისწინე. მიმდინარე კვირაში კი დამატებით საკონსულტაციო შეხვედრას ჩავნიშნავთ, სადაც ნებისმიერ ავტორს, ნებისმიერ გამოცემას, მიეცემა საშუალება, რომ ჩაერთოს სამუშაო პროცესში და ერთობლივათ შევიმუშაოთ ის მიდგომა, რომელიც პატივს სცემს კულტურულ მემკვიდრეობას. საბოლოო მიზანი გახლავთ სამინისტროს ბაზაზე კომისიის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და არა კონკრეტული ავტორთა ჯგუფის თუ კონკრეტული გამომცემლობის წიგნი“, - ამბობს მაროამ ჯაში.

შეგახსენებთ, გამომცემლების ნაწილი „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შედგენასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილს აპროტესტებს. კონკრეტულად კი იმას, რომ ეროვნული სტატუსის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელო არ უნდა ექვემდებარებოდეს საერთო გრიფირებას და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სახელძღვანელოების კონკურსში. როგორც ისინი ამბობენ, ეს ერთი კონკრეტული საინიციატივო ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. მათივე თქმით, , აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის სახელმძღვანელომ ვერ გაიარა გრიფირების კონკურსი და ახლა კონკურსის გვერდის ავლით ცდილობს მიზნის მიღწევას. გამომცემლების თქმით, პარლამენტმა და განათლების სამინისტრომ არ უნდა დაუშვან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენონ სხვა ავტორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო