დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლეობის რიგებიდან წასვლის მიუხედავად, ზვიად კვაჭანტირაძეს საპარლამენტო პოსტი არ დაუტოვებია, თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, თავის დროზე კვაჭანტირაძე პარლამენტმა სწორედ უმრავლესობის წარდგენით აირჩია. დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ მოხდება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა და მის ნაცვლად ბექა ოდიშარიას არჩევა.

პარლამენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა