ანონსი 19 მარტი

19 მარტს, 10:30 საათზე, HUB Georgia და ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია პროექტის: „ცვლილებები ეკონომიკური მდგარდობის და ევროპის ერთიან სატრანსპორტო სივრცეში ინტეგრირებისთვის “ფარგლებში სამუშაო შეხვედრას გამართავს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდება პროექტის ერთ-ერთი მიმართულების, პრობლემების ანალიზი და მათი იდენტიფიცირება. შეხვედრას დაესწრებიან დარგის ექსპერტები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კერძო სექტორი და მედია.

თემა: „საქართველოს სატრანსპორტო სისტემა საგანგაშო მდგომარეობაშია, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკა თუ მიზანმიმართული დივერსია?“ - არასამთავრობო ორგანიზაციები სატრანსპორტო პოლიტიკის კვლევაზე მუშაობას იწყებენ.

მის: სასტუმრო Ramada Encore ( ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 15).

19 მარტს, 11.00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის.: უზნაძის 52

19 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „სტერეო პლუსის“ დამფუძნებლისა და „chemexim international-ის“ დავა, კომპანიის წართმევის მცდელობა - ახალი დეტალები საქმეში: უზენაესი სასამართლოს არაკონსტიტუციური ქმედება და პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49. საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

19 მარტს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მეოთხე შეხვედრა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

19 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

19 მარტს, 11:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე კახა წიქარიშვილი მედიაცენტრმ „მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზები და ზეწოლა; პრობლემები სასამართლო ხელისუფლებასა და იუსქტიციის უმაღლეს საბჭოში.

მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი : ეკა გულუა 599726565

19 მარტს, 11:00-14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ფრანგული კომპანია “მექსელის“ პრეზენტაცია გაიმართება.

19 მარტს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოსა და კომპანია“ავერსი-ფარმა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში, მოქალაქეებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების შეძენისთვის დახმარების თხოვნით მიმართავენ, „ავერსი ფარმა“ წამლებს შეღავათიან ფასებით მისცემს.

მის.: თავისუფლების #2

19 მარტს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. სტუდენტებს შეხვდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი #32; A კორპუსი, აუდიტორია #101

საკონტაქტო პირი: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

19 მარტს, 11:30 საათზე, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა და ოპოზიციური პარტიების შეთანხმება; იუსტიციიც უმაღლესი საბჭო; ვადამდელი არჩევნები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

19 მარტს, 12:00 საათზე, „გირჩის“ ოფისში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „გირჩი“ გრიგოლ ვაშაძეს პასუხობს და ნაციონალური მოძრაობის იმ დეპუტატების სიას აქვეყნებს, რომელთა შვილებსაც არ აქვთ გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური.

მის: ბესიკის 4, სართული 3, ოთახი 312.

ტელ: 571 01 02 00; ელენე მეგრელიშვილი

19 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

19 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს. მის: ათონელის ქ. N 25, (შემოსვლა სანაპიროს მხრიდან)

19 მარტს, 14:00 საათზე, Tbilisi Open Air „ფაბრიკაში“ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც 2019 წლის ფესტივალის ჰედლაინერთა ვინაობა, თარიღებისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი. მონაწილეები თანასწორობისა და მრავალფეროვნების სოციალური კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრებენ.

მის: ეგნატე ნინოშვილის ქ. N:8, „ფაბრიკა“, Jungle Room

19 მარტს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდება, რის შემდეგაც მთავრობის მეთაური და ევროკომისარი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

მის: ინგოროყვას 7

19 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

19 მარტს, 15:30 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, მე-3 სართული)

19 მარტს, 15:00 საათზე, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ადგილობრივ ბიზნეს სექტორს შეხვდება.

დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია.

მის.: სასტუმრო „ბილტმორი“, რუსთაველის გამზირი #29

ტელ: ლელა გოგოლაძე 598668806

19 მარტს, 17:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ „ლიბერთინსის“ ახალი გამოცემის - „მელნის გულის“ წარდგენა გაიმართება. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ახალ გამოცემას - „მელნის გული“ 14.95 ლარის ნაცვლად, 5 ლარად შეიძენენ.

მის: ჭავჭავაძის ქ. #7

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო