ჰონგ კონგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ

ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა უნდა განიხილონ საქართველოში ინვესტირებასა და მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა რეგინა აიპმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციის შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროდან აცნობეს.

„მინისტრმა დეტალურად გაგვაცნო საქართველოს ეკონომიკური სისტემა. ჰონგ კონგი და საქართველო ძალიან ჰგავს ერთმანეთს ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სამართლებრივი სისტემა, საგადასახადო სისტემა, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, დიდი ყურადღება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ. საქართველო უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰონგ კონგთან და ასევე ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქვეყანა მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე,” - განაცხადა რეგინა აიპმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაღალი დონის ბიზნესდელეგაცია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია დეგელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა