გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს ეროვნული სააგენტოს სწორი ფუნქციონირება მთლიანად ქვეყნისათვის და ბევრი სხვა უწყების სწორად ფუნქციონირებისათვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიებით, კომიტეტი გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მოსმენით იწყებს სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მოსმენას.

მისივე თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უფრო დეტალურად გამოიკვეთოს თითოეული სამსახურის წინაშე მდგარი პრობლემები, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს მათზე რეაგირება თვით საკანონმდებლო დონეზე.

კომიტეტის სხდომაზე საკითხი სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებზე, მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, სააგენტოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ამოცანებზე, სამომავლო გეგმებზე ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სააგენტოს შემადგენლობაში ოთხი დარგობრივი დეპარტამენტია: გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტები. მისი განცხადებით, წლეულს სააგენტოს ბიუჯეტი 11 მლნ ლარია, შედარებით მეტი, ვიდრე ეს 2018 წელს იყო, თუმცა სააგენტოს წინაშე დასახული ამოცანების სრულყოფილად და ფართომასშტაბიანი შესრულებისთვის მაინც არასაკმარისია.

„2018 წელს გაფართოვდა ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული მონიტორინგის ქსელი, გაიზარდა წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელის დინამიკა და ნიადაგის მონიტორინგი, გაძლიერდა გარემოს დაბინძურების მონიტორინგი, გაჩნდა გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზების უახლესი მონაცემებით შევსების საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ წელს თბილისში ამოქმედდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური, დაინერგება ჰაერსა და სხვა მასალებში აზბესტის ბოჭკოების ანალიზები“,-განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა​

ამასთან მომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაინერგება თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა. სულ უფრო ფართოვდება სტანდარტული და სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ქსელი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი საგრანტო დახმარება, რის ფარგლებშიც დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მდინარეზე ავტომატური წყლის დონის მზომი სადგურები და ბათუმსა და ფოთში ავტომატური საზღვაო მეტეოროლოგიური სადგურები დაიდგა. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მიერ შარშან განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებათა შორისაა ის, რომ გლაციოლოგიური კვლევები ჩატარდა მდინარე ენგურის აუზის მყინვარებზე, მომზადდა საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო-კლიმატური ნორმები და სხვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა სტიქიური გეოლოგიური პროცესების მართვის კუთხით გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობაზე, ასევე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მუშაობაზეც ისაუბრა და მათ საჭიროებებზეც გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს გაფართოვდა შავი ზღვის მონიტორინგის ღონისძიებები, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა და თევზის რესურსების შეფასება სამეცნიერო კვლევითი გემით განხორციელდა ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის პროექტის ფარგლებში. წელს იგეგმება აკვაკულტურის კანონმდებლობაზე მუშაობის დასრულება.

მომხსენებელმა ყურადღება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობასაც დაუთმო, რომელთაგან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კლიმატის მწვანე ფონდთან და იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსთან, რის შემდეგაც, შეხვედრა, რომელშიც კანონმდებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა