გიგა ბოკერია - „თიბისი ბანკის“ საკითხზე სააკაშვილისა და სხვების პოზიცია უფრო ახლოს არის „ქართული ოცნების“ პოზიციასთან

ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან ძალიან ბევრ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს და ეს გამოჩნდა გუშინ, გუშინწინაც და სამწუხაროდ, ალბათ, ხვალაც გამოჩნდება, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემასი „360 გრადუსი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად სწორად გააკეთა არჩევანი სააკაშვილმა, როდესაც მან ფსონი გრიგოლ ვაშაძეზე დადო, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია. ამასთან, გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ცივილიზებული ურთიერთობა სურს, მიუხედავად გრიგოლ ვაშაძესა და ენმ-სთან არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, რაც ეკონომიკურ ხედვებს უკავშირდება.

„ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან ძალიან ბევრ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს და ეს გამოჩნდა გუშინ, გუშინწინაც და სამწუხაროდ, ალბათ, ხვალაც გამოჩნდება. . მაგალითად: ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ჩვენ სხვა პოზიცია გვაქვს. ბატონ სააკაშვილს და სხვებს სხვა დამოკიდებულება აქვთ. მათი პოზიცია უფრო ახლოს არის „ქართული ოცნების“ პოზიციასთან, შინაარსობრივად.... იძახიან, რომ თიბისი ბანკი იყო სისხლისმწოველი და უნდა წავართვთ რაღაც ნაწილი და ხალხს გავუნაწილოთ.“-განაცხადა გიგა ბოკერია

ამასთან გიგა ბოკერიას თქმით, მსგავსი შეხედულებები არის მემარცხნე მარქსისტული იდეები.

„მდიდარს წაართვა და ღარიბს დაუბრუნო, თურმე ეს არის ქვეყნის გამდიდრება და სიღარიბის დაძლევა და ჩვენი აზრით, ეს სიღარიბის დაძლევა კი არ არის, ეს არის სიღარიბეში შეყვანა და „ქართული ოცნებაც“ ამას აკეთებს“, - აცხადებს ბოკერია.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა