IT-კომპანიის დამფუძნებელი ჰონგ კონგიდან - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია

„საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთან. როგორც ჩვენთან შეხვედრისას მინისტრმა თქვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკისთვის პრიორიტეტული სექტორია. როდესაც დავბრუნდები ჰონგ კონგში, ამის შესახებ ჩემს კოლეგებს მოვუყვები და ვფიქრობ, აქ ჩვენთვის მრავალი შესაძლებლობაა. მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ჰონგ კონგმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს შორის კომუნიკაციას და ვაჭრობას, -ეს განაცხადა კომპანია „GreenSafety Technology Ltd“ – ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ანტონიო ვონგმა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაღალი დონის ბიზნესდელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციას, რომელიც 18 – 20 მარტის განმავლობაში საქართველოში შეხვედრებს გამართავს, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ ხელძღვანელობს. ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და სხვ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა