მამუკა მდინარაძე - თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები არ ამოძრავებს, შეუძლებელია ჩვენს  კანონპროექტზე იურიდიული ან პოლიტიკური არგუმენტებით კრიტიკული შენიშვნა გამოთქვას

თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები არ ამოძრავებს, შეუძლებელია ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით იურიდიული ან პოლიტიკური არგუმენტებით კრიტიკული შენიშვნა გამოთქვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით პროექტის დამუშავებას კოლოსალური დრო დაეთმო და უმრავლესობა პრინციპებზე ერთხმად შეთანხმდა.

“მოხდა საბოლოო შეთანხმება - უმრავლესობა პროექტს ერთხმად დაუჭერს მხარს. პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი დღეს არ გამოთქმულა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო