გია ვოლსკი - სტანდარტი, რაც მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის პროექტით შემოდის, ის მაქსიმუმია, რაც ევროპის ქვეყნებმაც კი შეიძლება გაითვალისწინონ

სტანდარტი, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის პროექტით შემოდის, ის მაქსიმუმია, რაც ევროპის ქვეყნებმაც კი შეიძლება გაითვალისწინონ - ჩვენი კანონპროექტით სტანდარტი გაცილებით მაღალია, - აღნიშნული შეფასება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი ასევე ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში განსხავავებული მოსაზრებები არ არსებობს.

“სამწუხაროდ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური თემატიკასთან დაკავშირებით არ ყოფილა. უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტში მრავალსაფეხურიანი, სერიოზული ფილტრებია - დაწყებული მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევიდან, საპარლამენტო გასაუბრებით დამთავრებული“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს