დავით უსუფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთნ“ კოორდინაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

პარტია „შენების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სამომავლო პოლიტიკური პროცესების განვითარებაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასაც ხედავს, თუმცა მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360“ გრადუსი“ წამყვანის კითხვაზე:- არის თუ არა მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატებთან დაკავშირებით მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოორდინაციის შესაძლებლობა დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ გამორიცხული არ არის. .

„თუ ხელისუფლება პოლიტიკურად ბრმა და ყრუ აღმოჩნდა, მაშინ რჩება ერთადერთი მექანიზმი-ოპოზიციურ ძალებს შორის - კოორდინაცია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე. არა საერთო კანდიდატის, არა ერთ ბლოკად გაერთიანების, არა ერთად პასუხისმგებობის აღების ყველაფერზე, არამედ იმაზე, რომ ოპოზიციურა ძალებმა მმართველ გუნდს, , რომელსაც არ სურს შეისმინოს არავის აზრი-არც ქართველის, არც უცხოელის, არც პოლიტიკოსის და არც მოქალაქის, მაშინ ეს გზა (კოორდინაცია) რჩება. ოღონდ, აქ არის შემდგომი ეტაპი და ჯერ არ ღირს სერიოზული საუბარი და ესაა ის ვერსია, რომელმაც ჩვენ შესაძლოა ჩაგვატარებინოს მალევე რიგგარეშე არჩევნები. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნებს რომ ჩავატარებთ, იმის შემდგომი არჩევნები გინდა ექვს თვეში ჩატარდეს და გინდა 20 წელიწადში - არის პროპორციული საარჩევნო სისტემით. პროპორციულს საარჩევნო სისტემაზე როდესაც ამდენს ვსაუბრობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის პანაცეა ყველა პრობლემის მოგვარების, მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ ამ პრობლემის მიუგვარებლად სხვა თემამდე ახლოსაც ვერ მივდივართ. ერთპარტიული მმართველობა დაწყებული 1990 წლიდან დღემდე ქმნის იმ კლიმატს, როდესაც ქვეყნის მოქალაქეებისთვის არსებული პრობლემების მოგვარების ფორმატი არ არსებობს“,-აცხადებს დავით უსუფაშვილი

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა