დავით უსუფაშვილი - როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი წერდა პროკურატურის ახალ კონცეფციას, მაშინ წულუკიანი გადაწიეს

იყო ასეთი ცხოვრებისეული ეპიზოდები, როდესაც თეა წულუკიანს სხვა ცუდი თვალით უყურებდა. როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი წერდა პროკურატურის ახალ კონცეფციას, მაშინ წულუკიანი გადაწიეს, რადგან არავის ცხვირის ჩაყოფა იქ არ უნდოდათ, მაშინაც წასვლას აპირებდა, -ამის შესახებ პარტია „შენების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

უსუფაშვილის თქმით, თეა წულუკიანს პრობლემები მმართველ გუნდში ხშირად ჰქონდა. მას გარკვეული უთანხმოება მოუვიდა ლაშა ნაცვლიშვილთანაც, რომელიც დღეს პიარ კოსულტაციებს უწევს „ქართულ ოცნებას“ .

„ძველ დროში ძალიან რთულად ჰქონდა წულუკიანს საქმე, ახლა რამაც გამოჟონა, რომ ვიღაცებით უკმაყოფილოა, რომ მის საქმეებში ერევიან, არ ვიცი მის სამწყსოში, სამინისტროში ახლა რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ადრე, პროკურატურის რეფორმის პირველ ეტაპზე , იუსტიციის მინისტრი ფაქტიურად გაწიეს გვერდში. ყველა ბერკეტი და საშუალება, პროკურატურასთან იუსტიციის მინისტრის ურთიერთობის პრაქტიკულად ჩახსნილი იყო. დიახ, იყო ვითარებები, როდესაც შტაბში, როცა ვიყავით, ჯერ სად იყო უმრავლესობა და არჩევნები, თეა რომ მოვიდა შტაბში და მერე დარჩა საქმის გარეშე. არავის არ დასჭირდა მისი საქმიანობა. მე მოვკიდე ხელი თეას და ვუთხარი, რომ ეს პროფესიონალია და კონკრეტული საქმეც მოვუძებნე, ოთახიც და ადამიანებიც. იყო ასეთი ცხოვრებისეული ეპიზოდები, როდესაც თეა წულუკიანს სხვა ცუდი თვალით უყურებდა. როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი წერდა პროკურატურის ახალ კონცეფციას, მაშინ წულუკიანი გადაწიეს, რადგან არავის ცხვირის ჩაყოფა იქ არ უნდოდათ, მაშინაც წასვლას აპირებდა“,-აცხადებს უსუფაშვილი.

წამყვანის კითხვაზე, მაშინ, როცა ახლა ლაშა ნაცვლიშვილი ისევ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაშია და თეა წულუკიანი ცოტა ხნის წინ აცხადებდა თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ, რა შეიძლება მომხდარიყო, უსუფაშვილი პასუხობს, რომ სწორედ აქ არის პრობლემა. მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა მოხდა.

„მთავარი პრობლემა ამ პროცესში რა იყო - მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, პარტიის ლიდერები გველაპარაკებიან, რომ არის თემა, რომელსაც არ გეტყვით და თორმეტ საათამდე თუ არ გადაწყდება, იუსტიციის მინისტრი მიდის და თუ გადაწყდება, მაშინ რჩება. შედგა საუბარი და თქვენ ხალხო, ვისი სახელითაც მინისტრი ვარ, ვისაც ვემსახურები და ხელფასს ვიღებ, ამას არ გეტყვითო. აქ არის პრობლემა, რომ ასეთი მართვის კულტურა დაინერგა. მინისტრები და მმართველი პარტიის ლიდერები თვლიან, რომ აქ პრობლემა არ არის და გუნდური საქმეა. რას ნიშნავს, გუნდში ჩამოყალიბდებით?! - რა იყო საკითხი, რომელმაც მინისტრი ამ დონემდე მიიყვანა ?! ეს უნდა ვიცოდეთ. იქნებ და მინისტრმა გადაუგრიხა ხელი პრემიერ-მინისტრს ისეთ საქმეზე, რომლის გამოც ამ მინისტრს უნდა ვაგებინოთ პასუხი“,- აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით