დავით უსუფაშვილი - გრძნობდა ფულის სუნს და გვიმალავდა ის ვიღაცა, რომელმაც თურმე იცის, რომ კორუფციაშია გარეული ბესელია?!

დღეს ოპოზიციაში გადასულ „ოცნების“ წარმომადგენლებს დარჩენილები ეუბნებიან, რომ კორუფციის და ფულის სუნი ასდით. 2-3 წლის განმავლობაში ერთად ისხდნენ, გრძნობდა ამ სუნს და გვიმალავდა ის ვიღაცა, რომელმაც თურმე იცის, რომ კორუფციაშია გარეული ბესელია?!“, -ასე შეაფასა „შენების“ მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება უმრავლესობის წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას შორის.

„თუ ამ დონის ბრალდება აქვს, ეს იცის და დღეს გველაპარაკება... სამი წელი ჩუმად იყო?! დღეს მე შემომჩივის ხელისუფლება, მმართველი გუნდი - აგერ გვერდზე რომ მიზის, ამას კორუფციაში ხელები აქვს გასვრილიო. მე და თქვენ გვეუბნება ის, რომელსაც პროკურატურა ამისთვის ჰყავს. რაში ჯდება ეს ყველაფერი, სად მიჰყავთ ქვეყანა, ზნეობა, მორალი. ამ პროცესში ვეპატიჟებით ჩვენ იმ ახალ სახეებს?! მორალური კლიმატი როცა ასეთია, როგორ შეიძლება გადაწყვიტოს ადამიანმა, რომ მე მივალ და დავუდგები გვერდით ჩემს უკვე გამობრძმედილ კოლეგას, რომელიც მათ, გუშინწინ რომ ერთად ისხდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ, დღეს კორუფციაში გასვრილს ეძახის. ამაში ეპატიჟებიან წესიერ ხალხს?!, “ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს