გამომცემლობა „პალიტრა L“-ი „დიდ ლიტერატურულ ტურნეს“ აგრძელებს

მასშტაბური პროექტი „დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება. თელავში, რუსთავსა და გორში დებიუტანტი ავტორები მკითხველებს უკვე შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრები ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი.

„დიდი ლიტერატურული ტურნეს“ გრაფიკი:

ოზურგეთი, 19 მარტი, 16:00 საათი - ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - „რვას +1“ (გაბრიელ ეპისკოპოსის #3)

ბათუმი, 20 მარტი, 11:00 საათი - ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი; ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“- 19:00;

26 მარტი, ოზურგეთი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - „რვას +1“ (გაბრიელ ეპისკოპოსის #3), 16:00 სათი;

27 მარტი, ბათუმი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, 11:00 საათი; ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“- 19:00 საათი;

2 აპრილი, ქუთაისი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14:00 საათი; „PAOLO” ( შოთა რუსთაველის გამზ. #5)- 19:00 საათი;

3 აპრილი, ზუგდიდი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - „art house“ (რუსთაველის ქ. #87ა), 16:00 საათი;

10 აპრილი, ქუთაისი - ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14:00 საათი; „PAOLO” ( შოთა რუსთაველის გამზ. #5)- 19:00 საათი;

11 აპრილი, ზუგდიდი - ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - „art house“ (რუსთაველის ქ. #87ა)- 16:00 საათი.

ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

„მკითხველებთან შეხვედრა, მათთან ინტერაქცია, მათი აზრის მოსმენა ნებისმიერი ავტორისათვის სასიამოვნოა. სწორედ ეს ზრდის მას, როგორც მწერალს“, - განაცხადა ნათია ჯაგოდნიშვილმა.

„პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ იმითაა გამორჩეული, რომ მას შემდეგ, რაც წიგნი იბეჭდება, შენ საშუალება გაქვს, შეხვდე შენს მკითხველს, გაიზიარო მათი შთაბეჭდილებები და გაუზიარო შენი, მოგისმინონ და მოუსმინო“, - განაცხადა გვანცა გუბელაძემ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს