„ბიბლუსი გალერეაში“ „ლიბერთინსის“ ახალი გამოცემის - „მელნის გულის“ წარდგენა გაიმართება

„ბიბლუსი გალერეაში“ „ლიბერთინსის“ ახალი გამოცემის - „მელნის გულის“ წარდგენა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ახალ გამოცემას - „მელნის გული“ 14.95 ლარის ნაცვლად, 5 ლარად შეიძენენ. გარდა ამისა, 19 მარტს, „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში „ლიბერთინსის“ ნებისმიერი წიგნი 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

"გერმანელი ავტორის, კონელია ფუნკეს მსოფლიო ბესტსელერი, „მელნის გული“ არის წიგნი, რომელშიც ისტორია პირდაპირი მნიშვნელობით ცოცხლდება. წიგნის მთავარ გმირს, მეგისა და მამამისს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ - როცა ისინი ხმამაღლა კითხულობენ, გმირები ცოცხლდებიან.

„მელნის გულს“ ღონისძიებაზე წარადგენს მთარგმნელი, ნანა გოგოლაშვილი, რომელმაც წიგნი გერმანულიდან თარგმნა და 770 გვერდი ხელით დაწერა. წიგნის ყდაზე მხატვარმა სანდრო სულაკაურმა იმუშავა.

წიგნი პროექტის „ლიბერთინსის“ ფარგლებში გამოიცა. „ლიბერთინსი“ არის თინეიჯერების ჯგუფი, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ, უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს“, - აღნიშნულია „პალიტრა L“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება „ბიბლუსი გალერეაში“ (თბილისი, ჭავჭავაძის #7) 19 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/310822419617594/

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა