საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა

ევროპელები უყურებენ უკანასკნელ მოვლენებს და ხედავენ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა. 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა. 2014 წელს კი, უკრაინის ჯერი დადგა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ, ვაშინგტონში, "ატლანტიკურ საბჭოში" ევროპის თავდაცვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია წერს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპის მიერ საფრთხეების გაანალიზებაა საჭირო. ასევე, გამოსვლისას, პარლიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნასაც უპასუხა, რომ ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე საკუთარი ბიუჯეტის 2 პროცენტი უნდა დახარჯონ.

მისი თქმით, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, ევროპელებთან ერთად, რომ „აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა“. პარლის თქმით, ევროპის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება ვაშინგტონს ტვირთს შეუმსუბუქებს.

„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დახმარებისთვის და არ დაველოდოთ, რომ საზღაურს ყოველთვის შეერთებული შტატები გადაიხდის. ევროპული დედაქალაქების შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ვაშინგტონის ნატო-ს წევრად დარჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამ გამოიწვია“,- აღნიშნა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში, რომელსაც „ამერიკის ხმის“ ქართული ბიურო ავრცელებს.

პარლის თქმით, ევროპელებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ „ის რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო შესაძლოა, ნელ-ნელა ხდებოდეს“.

პარლიმ გააკრიტიკა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ევროპული საერთო ჯარის თაობაზე, როგორც ამერიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. საკუთარ გამოსვლაში პარლიმ შეერთებული შტატების მიერ, საბჭოთა კავშირთან დადებული საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებიდან გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ნატოს მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია ქონდეთ.

„ფაქტია, რუსეთი არ ასრულებს INF-ის ვალდებულებებს და ეს ქმნის უდიდეს საფრთხეს ევროპელებისთვის, რადგან რუსების მიერ შექმნილ ახალ სისტემას ევროპის ტერიტორიაზე ექნება გავლენა და არა სხვაგან“, - აღნიშნა პარლიმ.

მინისტრმა მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზეც ისაუბრა.

„დეზინფორმაცია, როგორც მითხრეს (რუსულად არ ვსაუბრობ) რუსული სიტყვაა - ვინ იცის რატომ, თუმცა ეს არ არის ჩავლილი ფაქტი, ეს არის მომავლის კონფლიქტის მუდმივი თანამგზავრი და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ... ზოგჯერ სასწორზე ჩვენი დემოკრატიაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა მინისტრმა.

პარლიმ შეერთებული შტატების და საფრანგეთის თანამშრომლობაზე, მის გაღრმავებაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი დარჩება ამერიკის მოკავშირედ არა მხოლოდ დღევანდელი არამედ მომავალის გამოწვევების წინაშეც.

„მე მაქვს უფრო მნიშვნელოვანი მესიჯი, უბრალო მესიჯი: თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით, არა მხოლოდ დღევანდელ ომებში, არამედ ხვალინდელ ომებშიც“, - განაცხადა პარლიმ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა