საქართველოს პრეზიდენტი ქვემო ქართლს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი 19 მარტს ქვემო ქართლს ეწვევა, რეგიონის მოსახლეობას შეხვდება, ადგილობრივ საწარმოებს ესტუმრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

დაგეგმილია მარნეულში, სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობის "მზა ჩითილი" და ბოლნისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, ბოლნისის გერმანული უბნის -კატერენენფელდისა და ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერება.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობის სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა