დონალდ ტრამპმა საკუთარი ხელფასიდან 100 000 დოლარი აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაურიცხა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წლიური ხელფასის ერთი მეოთხედი, 100 000 აშშ დოლარი აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაურიცხა.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„პრესა ამის თაობაზე არ წერს და არც მჭირდება ეს, ჩემს წლიურ ხელფასს 400 000 აშშ დოლარს სხვადასხვა უწყებებს ვურიცხავ წლის განმავლობაში. ახლა კი 100 000 აშშ დოლარს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადავცემ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე გამოაქვეყნა აღნიშნული ჩეკის ამსახველი სურათი.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ხელფასზე და მას ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა