დავით ზალკალიანმა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ურუგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის თავმჯდომარეს ლუსია ტოპოლანსკის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ურუგვაისა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რისი გამოხატულებაც ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში არსებული ინტენსიური მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრებია.

აუდიენციისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ურუგვაის შორის არსებულ ბევრ საერთო მახასიათებელს, რაც დიდ პოტენციალს ქმნის, როგორც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განსავითარებლად, ასევე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური შესაძლებლობები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტულობას, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ურუგვაის რესპუბლიკას. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა და მადლობა გადაუხადა ურუგვაის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტერიტორიული მდებარეობის თვალსაზრისით დიდი დაშორების მიუხედავად, საქართველო და ურუგვაი, როგორც პატარა ქვეყნები, ხშირად საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან.

დავით ზალკალიანმა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა და ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს. მინისტრმა, ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციაზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ამ შესაძლებლობის უკეთ რეალიზაციისთვის.

დავით ზალკალიანმა, ასევე, შეხვედრა გამართა ურუგვაის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან სესილია ბოტინოსთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ თანამშრომლობას და მისი განვითარების გზებს.

„განსაკუთრებით დადებითად შეფასდა საქართველოსა და ურუგვაის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ყურადღება გამახვილდა ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ისეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორიც არის მდგრადი განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა. აღინიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა გაეროს მდგრადი განვითარების, განსაკუთრებით კი 16-ე მიზნის განხორცილების კუთხით, რაც ინკლუზიურ, ტრანსფარენტულ მმართველობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და საქართველოში, ისევე როგორც ურუგვაიში ცნობადობის ამაღლების კუთხით ერთობლივი მუშაობის მზაობა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა