გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მიმდინარე პროექტებითა და გეგმებით პარლამენტის კომიტეტის წინაშე წარსდგა

საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს 2018 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში, გარემოს ხარისხის მონიტორინგის მდგომარეობის გაუმჯობესება, სტიქიური გეოლოგიური პროცესებისა და კატასტროფების რისკების მართვა, ჰიდრომეტეოროლოგიის ქსელის გაფართოება, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის განვითარება და გამოწვევები ეს ის დარგობრივი მიმართულებებია, რაზეც სააგენტოს ხელმძღვანელმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს უფროსმა კომიტეტის წევრებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ლაბორატორია დაათვალიერებინა, სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებსა და საქართველოს რეგიონებში. მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

დეპუტატებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია, როგორ ხორციელდება მყინვარებზე სამთო - გალაციოლოგიური ექსპედიციები და ახალი აღჭურვილობები დაეთვალიერებინათ, სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას მყინვარებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებები წარმოადგენს. ახალი ინვენტარით აღჭურვა სპეციალისტებს საშუალებას მისცემს საველე-გლაციოლოგიური ექსპედიციები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად განახორციელონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო