უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვლადიმერ პუტინის ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის გამო რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყირიმის „რუსეთის შემადგენლობაში შესვლის“ ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი ნახევარკუნძულს ესტუმრა.
„პუტინის ყირიმში და სევასტოპოლში ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გადაეცა“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ პუტინისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს ყირიმში რუსეთის მიერ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.