არჩილ თალაკვაძე - საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა წაკითხული ინიციატივა იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ხელაღებით აკრიტიკებენ ირაკლი სესიაშვილს

საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა წაკითხული ინიციატივა იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ხელაღებით აკრიტიკებენ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციული ნიშნის მატარებელი არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ უმრავლესობა საკითხის დეტალური განხილვისა და კონსულტაციებისთვის მზად არის.

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე ბევრი უსაფუძვლო თავდასხმა ვნახეთ. რეალურად საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა წაკითხული ინიციატივა იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ხელაღებით აკრიტიკებენ მის ინიციატივას. მასში არის თანაბარი პირობა ყველა კონფესიის მიმართ. ჩვენ გვქონდა მსჯელობა და არსებითად გავითვალისწინებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც საზოგადოებაში გაჟღერდა. არ არის სასწრაფო გადაწყვეტილების მიღება. კარგად შეჯერებულ, პასუხისმგებლიან და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ბიუროს სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება.

პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს