ნინო გვენეტაძის თანაშემწე - სასამართლოში ორი კლანი არსებობდა - გვენეტაძემ ვერ შეძლო ამ კლანების დამარცხება და იძულებული გახდა მასთან ეთანამშრომლა

ნინო გვენეტაძემ ვერ შეძლო სასამართლოშო გაბატონებული კლანის დამარცხება და იძულებული გახდა ეთანამშრომლა მათთან,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში სასამართლოში „ორი კლანი“ არსებობდა.

„არ ვიცი ჩემი განცხადება რამდენად სკანდალური იყო, ვინაიდან საზოგადოებამ უკვე მოისმინა ნინო გვენეტაძის განცხადება, რომელიც გააკეთა ცოტა ხნით ადრე წასვლამდე. რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი და ეს თვითონ საჯარო სივრცეში აღნიშნა. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა ის ამჟამად საფრთხის ქვეშ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. მე მას რამდენჯერმე გავუგზავნე მეილი და ვთხოვე შეხედრა, მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ შევხვდი. მინდა უბრალოდ ვთხოვო, რომ თუ ის იქმება მზად, გამოვიდეს საჯარო სიცრცეში და თავისი აზრი დააფიქსიროს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის თაობაზე. ეს, მე ვფიქრობ, ძალიან დაეხმარება საზოგადოებას, რათა გაიგოს რეალურად რა ხდება სასამართლოში. რაც შეეხება წინა მოვლენებს, მე შემიძლია დაგიდადტუროთ, რომ ვიყავი მისი თანაშემწე, მრჩეველი და ერთად ვგეგმავდით მთელ რიგ ღონისძიებებს კლანის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სასამართლოში დღეს არის გაბატონებული. მაგრამ სამწუხაროდ, გვენეტაძის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან ჩემგან განსხვავებული სტრატეგია აირჩია. მან ვერ შეძლო ამ კლანის დამარცხება და იძულებული გახდა რომ ეთანამშრომლა ამ კლანთან. ამ თანამშრომლობამ ბოლოს მიაღწია რაღაც პიკამდე, ეტყობა გარკვეული მორალური მაქსიმუმი იყო მისთვის და ამ ზღვარის შემდეგ ის წამოვიდა სასამართლოდან“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოში იმ დროისთვის არსებობდა ორი კლანი - ეს იყო ცერცვაძის და ჩინჩალაძის კლანი, რომელიც დიდი ხანია უკვე სასამართლოში ჩამოყალიბებულია.

„რეალურად ძალთა ბალანსი ასე იყო გადანაწილებული: ცერცვაძე იყო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ჩინჩალაძე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. მათ ჰყავდათ თავისი ჯგუფები და ამ ჯგუფების მეშვეობით მართავდნენ სასამართლოს. 2012 წლამდე ამ ჯგუფების მეშვეობოთ ხდებოდა რეალურად იმ ცუდი საქმეების კეთება, რომლებსაც კობახიძე მოიხსენიებს მილიონ ცუდ საქმედ", -განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა