ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი „რადიო თავისუფლების“ სამი სამსახურის, მათ შორის ქართული ბიუროს დახურვას ითვალისწინებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი „რადიო თავისუფლების“ სამი სამსახურის, მათ შორის ქართული ბიუროს დახურვას ითვალისწინებს.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, „რადიო თავისუფლების“ საერთაშორისო მაუწყებლობის დაფინანსება 22%-ით შემცირდება.

ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ბიუჯეტი 87 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გათვალისწინებულია ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვა. პროექტის მიხედვით, ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი აშშ-ს კონგრესს გადაეცემა განსახილველად, რაც არაერთ ცვლილებას განიცდის განხილვის ეტაპებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა