რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო სხვა სიგნალები გარდა იმისა, რასაც ჩვენ აქედან ვუგზავნიდით

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო სხვა სიგნალები გარდა იმისა, რასაც ჩვენ აქედან ვუგზავნიდით, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტის შესახებ ირაკლი სესიაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც ბიუროს სხდომაზე მისი ინიციატივის განხილვის გადავადება მოითხოვა.

რომან გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა დისკრიმინაციულია და ხელს უწყობს ქვეყანაში რელიგიური შუღლის გაღვივებას. დეპუტატი უმრავლესობას მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს.

„მათ უნდა შეწყვიტონ მსგავსი ინიციატივების განხილვა და ნუ იწვევენ რელიგიურ შუღლს ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ინიციატივა მოამზადა. პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო