არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის კანონპროექტზე - დასკვნა, რომელიც უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიისგან გვექნება, სუბიექტურ კითხვის ნიშნებს მოხსნის

დასკვნა, რომელიც უახლოეს დღეებში გვექნება ვენეციის კომისიის მხრიდან, მოხსნის ყოველგვარ სუბიექტურ კითხვის ნიშნებს, - ამის შეახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ, მოსამართლეთა განწესების წესზე, მმართველი პარტიის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, განცხადებები, რომელიც საკითხზე ოპონენტების მხრიდან კეთდება, პოლიტიკურად მოტივირებულია და აცდენილია არსებულ რეალობას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მოსამართლეთა განწესების წესთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ინიციატივა სრულად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.

„დასკვნა, რომელიც უახლოეს დღეებში გვექნება ვენეციის კომისიის მხრიდან, მოხსნის ყოველგვარ სუბიექტურ კითხვის ნიშნებს. განცხადებები, რომ ჩვენ შევასრულეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკვეთა, არის პოლიტიკური ინტერესების მატარებელი, რათა კანონპროექტზე უარყოფითი დამოკიდებულება შექმნილიყო. სინამდვილეში კი კანონპროექტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, ითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა