სოფიო კილაძე - არავის არ უნდა დავუტოვოთ განცდა, რომ რაღაც ფორმით რომელიმე კონფესია იჩაგრება

არავის არ უნდა დავუტოვოთ განცდა, რომ რაღაც ფორმით რომელიმე კონფესია იჩაგრება, - ამის შესახებ დეპუტატმა სოფიო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის თემაზე კომიტეტზე მსჯელობა არ გაიმართება.

"დღეს ამ ფორმატში ამაზე მსჯელობა არ გაგვიმართავს ჩემი თხოვნის საფუძველზე, რადგან ეს თემა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კომპეტენციაა, პირველ რიგში. ბატონი ირაკლიც, ალბათ, თავად გაესაუბრება კონფენსიების წარმომადგენლებს. ჩემი პოზიცია არის ის, რომ არავის არ უნდა დავუტოვოთ განცდა, თითქოს რაღაც ფორმით რომელიმე კონფესია იჩაგრება.

ამაზე გაიმართება კონსულტაცია გუნდის შიგნითაც, კომიტეტზეც გვექნება განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას მოვახსენებთ. ჯერჯერობით, რაზეც ვართ შეთანხმებულები ის არის, რომ ამ კვირაში კენჭს არ ვუყრით. ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის კარგად მომზადება ისევ და ისევ იმის გამო, რომ რომელიმე რელიგიურმა კონფესიამ თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს და არ გაჩნდეს განცდა, რომ ხდება თანასწორობის უფლების დარღვევა," - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტის ბიუროს სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება.

პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო