აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავების აკრძალვას აპროტესტებენ

ბულვარის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავების აკრძალვას აპროტესტებენ.

ისინი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან ნებართვას ითხოვენ, რომ ზაფხულში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავება ბულვარის ტერიტორიაზე შეძლონ.

მათივე თქმით, აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ტელევიზიით გაიგეს და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მათთვის არ უცნობებია.

„ჩვენ გამოვიტანეთ სესხები და ამით შევიძინეთ მოტოციკლები და კვადროციკლები. ვითხოვთ, რომ წელს მაინც მოგვეცეს საშუალება, რომ სესხები დავფაროთ. ჩვენ არც კი ვიცოდით, ისე მიიღო ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვთავაზობთ ბულვარის ადმინისტრაციას რამდენიმე პირობას, რომლის მიხედვითაც შემცირდება კვადროციკლებისა და მოტოციკლების გადაადგილება ბულვარში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რევაზ სურმანიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება 1-ლი მაისიდან აიკრძალოს მოტოციკლებისა და კვადროციკლების ბულვარში გადაადგილება. საკრებულოს წევრების განცხადებით, გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს