დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულს დღეს კლინიკაში დაკითხავენ

დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულ ზურაბ მჭედლიძეს, კლინიკა „ვივამედში“, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ზურაბ მჭედლიძე, რომელიც არსებული ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებულად მოიაზრება, დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

დიდ დიღომში ხანძარი 17 მარტს გაჩნდა. დაიწვა 2 000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ფართი, რომელშიც ტექნიკა ინახებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა