კახეთის გუბერნატორმა 2019 წელს დაგეგმილი პროექტები წარადგინა

თელავში, კახეთში 2019 წელს დაგეგმილი პროექტები წარადგინეს. პრეზენტაცია რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გამართა.

შეხვედრაზე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ.

ქადაგიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში პირველ ეტაპზე მოსაგვარებელია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება და გზების პრობლემა.

„გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის პრევენციაზეც იმუშავებს, ამისათვის კი კახეთის მასშტაბით განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მდინარეების კალაპოტის გაწმენდა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. მიმდინარე წელს 10-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამდენივე ამბულატორიის მშენებლობა მოხდება. ასევე, 25-მდე ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

2019 წელს კახეთის რეგიონის მასშტაბით 350-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, რისთვისაც 60 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა