ირაკლი სესიაშვილი - სასულიერო პირებიდან სამხედრო სამსახურის გადავადებით სარგებლობს 5 მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეჰოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6908 მიმდევარი

ამ ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ქმედებებით, შესაძლოა, სამხედრო გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს.

„პროექტი, რომელიც მე წარმოვადგინე, თავის წილ პასუხისმგებლობას ატარებს. კოლეგებო, ნუ მოვახდენთ საკითხის ხელოვნურად გამწვავებას. ორივე თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს დისკრიმინაცია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა და ამ ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ქმედებებით, შესაძლოა, გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატმა სტატისტიკური მონაცემებიც მოიშველია და აღნიშნა, რომ სასულიერო პირებიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობს 5 მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეჰოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6908 მიმდევარი.

„საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ, მე ვიტყოდი მიზანმიმართულ მავნებლობასთან. მესმის, რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდას არ მოსწონს სამხედრო სავალდებულო სამსახური, მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება. გაწვევის სისტემა კი არ გვინდა, ეს სისტემა გვჭირდება. რატომ გვჭირდება, ეს ყველას კარგად გვესმის.

ვადასტურებ ჩემს პატივისცემას იმ რელიგიური ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობენ ამ მუხლით და მართლაც არ მინდა ჩემი მხრიდან რაიმე პოლიტიკურ ძალადობას ჰქონდეს ადგილი. თუმცა, ამასთანავე მინდა, ყველამ ერთად გავიაზროთ, რომ გაწვევა არ უნდა ჩავარდეს, უსაფრთხოების სისტემას საფრთხე არ უნდა შეექმნას“, - განაცხადა სესიაშვილმა და იქვე მოუწოდა კოლეგა დეპუტატებს, აქტიურად ჩაერთონ კონსულტაციებში, რომლებიც რელიგიურ კონფესიებთან იგეგმება და თავისი წილი პასუხისმგებლობა გაიზიარონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა