ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის  ირანის მოქალაქეს  16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, სომხეთში მყოფმა ო.ა.-მ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დებედას გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რა დროსაც უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 2279,27 გრ. „ჰეროინი“, 10 აბი (0,0198 გრ.) „ბუპრენორფინი“ და 0,3575 გრ. „მეტამფეტამინი“, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა.

სამართალდამცველებმა ო.ა. 2018 წლის 29 დეკემბერს საზღვარზე დააკავეს. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები. ო.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა), 260-ე მუხლის 6-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა