„ავერსსა“ და "თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 19 მარტს კომპანია „ავერსსა“ და "თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

მემორანდუმის თანახმად, „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, რომ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების დახმარებით მიმართავენ კვირის ნებისმიერ დღეს, ავერსის სააფთიაქო ქსელი მედიკამენტებს შესთავაზებს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით.

აღსანიშნავია, ის, რომ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეებისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან აწარმოებდა და პირველი იყო კომპანია ავერსი, რომელიც გამოეხმაურა ამ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს და გამოთქვა მზაობა.

„ავერსსა“ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს:

გიორგი ბირბიჩაძემ – თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ,

გიორგი ტყემალაძემ – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ,

ირაკლი ფურცელაძემ– შპს ,,ავერსი–ფარმას" გენერალურმა დირექტორმა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრო.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო