ზვიად კვაჭანტირაძე - ირაკლი კობახიძეს სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა - „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად, უმრავლესობა აღარ ჰყავს

დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად უმრავლესობა აღარ ჰყავს, - ამის შესახებ პლენარული სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

კვაჭანტირაძემ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებები და მიდგომები იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც, გადადგომის შესახებ მან თავად არ განაცხადა.

„თავაშვებულ, თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი, პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლა იყო - ბოლომდე ვმდგარიყავი ჩემს პოზიციაზე და თავად არ განვაცხადე გადადგომის შესახებ. „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად, უმრავლესობა აღარ ჰყავს“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეგახესენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას არ ესაჭიროება არანაირი სამართლებრივი დასაბუთება.

„ჩვენ დაახლოებით 15 წუთი გვქონდა დისკუსია ისეთ საკითხზე, რომელიც საერთოდ არ ექვემდებარება დისკუსიას. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პარლამენტის მიერ პოლიტიკური წესით და პოლიტიკური საფუძვლით. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება სამართლებრივი საფუძვლით. მაგალითად, იმპიჩმენტი არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლით, შესაბამისად, მას ესაჭიროება სამართლებრივი დასაბუთება. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას, მას არ ესაჭიროება არანაირი სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. პროცედურულად გავლილია ყველაფერი, ანუ არავითარი ხარვეზი ამ გადაწყვეტილებას არ ექნება, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკური დასაბუთება, ყველამ ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ სჭირდება. არ სჭირდება როგორც ასეთი, სამართლებრივი საფუძველი. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი კითხვაზე. ხომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - მე თავიდანვე განვმარტე ეს, შეიძლება, ყველამ არ მომისმინა, თუმცა, თავიდანვე განვმარტე, რომ საფუძველი ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიკური. შეიკრიბა უმრავლესობა, თავის დროზე იყო უმრავლესობის მიერ წარდგენილი შესაბამის პოზიციაზე ზვიად კვაჭანტირაძე, შეიკრიბა კიდევ ერთხელ უმრავლესობა და მიიღო გადაწყვეტილება ბატონი ზვიადის გადაყენების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა, სამწუხაროდ, ბატონმა ზვიადმა გადაწყვიტა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა უმრავლესობა. მან გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტს უნდა გადაეყენებინა ის და არ აპირებდა თვითონ გადადგომას, მიუხედავად უმრავლესობის პოზიციისა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა