დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულის გამოსაკითხად კლინიკაში გამომძიებლები მივიდნენ

დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძის გამოსაკითხად კლინიკა „ვივამედში“ გამომძიებლები მივიდნენ.

კლინიკაში სამი გამომძიებელი იმყოფება. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მჭედლიძე, რომელიც არსებული ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებულად მოიაზრება, დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

დიდ დიღომში ხანძარი 17 მარტს გაჩნდა. დაიწვა 2 000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ფართი, რომელშიც ტექნიკა ინახებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს