სესილია მალმსტრომი - საჭიროა მთავრობა, რომელიც მოახდენს სტრატეგიული სექტორების იდენტიფიცირებას და იმუშავებს კომპანიებთან ერთად

საჭიროა მთავრობა, რომელიც მოახდენს სტრატეგიული სექტორების იდენტიფიცირებას და იმუშავებს კომპანიებთან და ბიზნესასოციაციებთან ერთად, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომმა განაცხადა.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, მალმსტრომი ადგილობრივ ბიზნესსექტორს შეხვდა. მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ ვაჭრობის საკითხებზე, რაც საქართველოს აქვს გასაუმჯობესებელი, მუშაობა უკვე მიდის.

"ინვესტიცია ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საქართველოში არის ზოგიერთი რამ, რაც უნდა გაკეთდეს, მაგალითად ის, რომ არსებობდეს გამჭვირვალობა, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, იმ წესებისა და რეგულაციების ნდობა, რაც თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაშია შესული. ახლა ამ ყველაფერზე მუშაობა პროცესშია", - განაცხადა მალმსტრომმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექპორტის შემცირებას შეეხებოდა.

"ამ მონაცემებს ასე, ყოველთვიურად არ ვუყურებთ, არამედ საერთოდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობა კარგად და ჯანსაღად მიდის. საქართველოში კომპანიებს მეტად შეუძლიათ ექსპორტი, მეტ კომპანიას შეუძლია, ეს განახორციელოს. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ ვიპოვოთ ბარიერები, რაც ეხება ხელშეკრულებებს, რეგულაციებსა და ა.შ. ასევე საჭიროა მთავრობამ მოახდინოს სტრატეგიული სექტორების იდენტიფიკაცია და რა თქმა უნდა, იმუშაოს კომპანიებთან და ბიზნეს ასოციაციებთან ერთად", - აღნიშნა მალსტრომმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო