გიორგი ქობულია - მსოფლიო ბანკმა რეიტინგში საქართველო დააწინაურა მეექვსე ადგილამდე  და თუ ვიღაცას ეჭვი ეპარება, წაიკითხოს, რა წერია კვლევაში

გავიხსენოთ ის, რომ მსოფლიო ბანკმა თავისი ძალიან მყარი რეპუტაციის მქონე რეიტინგში საქართველო დააწინაურა მსოფლიოში მეექვსე ადგილამდე და ვიღაცას თუ ეჭვი ეპარება , რომ ეს შემთხვევით მოხდა ან ამას არ უდევს ძალიან საფუძვლიანი გამოკვლევები, მე მათ ვურჩევდი, რომ წაიკითხონ კონკრეტულად, რა წერია იმ კვლევაში, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ.

"ვიღაცამ ერთხელ დაბეჭდა რაღაცა გაზეთში ეს ცოტა არასერიოზულად ჟღერს. მილიონი გაზეთია, მილიონი მედიასაშუალებაა და სხვადასხვა აზრს ბეჭდავენ," -განაცხადა გიორგი ქობულიამ

ცნობისთვის, "ახალმა ევროპამ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით , რომ საქართველო გადაიქცა ინვესტორებისთვის სასაფლაოდ. სტატია გადაბეჭდეს ევროპულმა გამოცემებმაც. ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ზიანი შეიძლება ქართულ საინვესტიციო გარემოს მიაყენოს ამ ტიპის სტატიებმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა