შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შვედეთის დელეგაციას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძემ სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრა შვედეთის სამთავრობო დელეგაციასთან გამართა, რომლსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი პეტერ ერიქსონი ხელმძღვანელობს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირის წინ ირაკლი კვარაცხელიას რუსულ ბაზაზე დაღუპვის ფაქტზე საუბრით დაიწყო. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შვედ სტუმრებს საქმის შესახებ ქართული მხარის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო.

შვედეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიიღეს და მსგავსი სამშვიდობო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებსაც შეეხო.

შვედეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს