გორის მერი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

გორის მუნიციპალიტეტსა და პომორსკის რეგიონს შორის ერთობლივი პროექტები განხორციელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამ მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პოლონეთში იმყოფებიან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლები. სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ დელეგაციის წევრები პომორსკის რეგიონის მარშალს მიაჩისლავ სტუკს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, რომელიც ძირითადად ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეეხება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო