ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახური შევიდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი, რომელთა შესწავლა მიმდინარეობს.

„,ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. როგორც კი რამე დადგინდება, შუალედური პასუხი გვექნება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ახალს ვერაფერს ვიტყვით“, - განუცხადეს ,,ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

იხილეთ ვიდეო: ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა