დიდ დიღომში ხანძრისას დაშავებულის დედა - ჩემს შვილს არაფერი ჩაუდენია და ამას დაამტკიცებს

არაფერი ჩაუდენია და ამას დაამტკიცებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულ ზურაბ მჭედლიძის დედამ საავადმყოფოს დატოვების დროს განუცხადა. მას მჭედლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ უსაუბრია და კლინიკა უკომენტაროდ დატოვა.

დავით მჭედლიძის გამოკითხვა კლინიკაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. მჭედლიძესთან გამოკითხვაზე გამომძიებლები დღის პირველ ნახევარში შევიდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მჭედლიძე დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, დიდ დიღომში ხანძარი 17 მარტს გაჩნდა. დაიწვა 2 000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ფართი, რომელშიც ტექნიკა ინახებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს