არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის დასკვნამ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე ცვლილებების საჭიროება დაადასტურა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა რომ ვენეციის კომისიის დასკვნამ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე ცვლილებების საჭიროება დაადასტურა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

„ვენეციის კომისიის დასკვნა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხედვა ცვლილებებთან დაკავშირებით სწორია. საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გაწერა მნიშვნელოვანია. ეს რეფორმა უფრო ეფექტურს და ხარისხიანს გახდის გამოძიებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა