ანონსი  20 მარტი

20 მარტს, 10:30 საათზე, სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილე ადამ შანთაძე და სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

20 მარტს, 10:30 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

20 მარტს, 11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან/საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

20 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

20 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას ქ.N7

20 მარტს, 11:00 საათზე, „ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ანა კობახიძე, საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს და სასამართლოს გზით მოითხოვს, საქართველოს იუსტიციისა და შსს სამინისტოებმა გასცენ კანონმდებლოთ გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია.

საკონტაქტო - 599 033 735; 551 66 25 25 თამარ ჯინჭარაძე

20 მარტს, 11:00 საათზე, მულტიმედია ცენტრში მედიააკადემიის აღმასრულებელი დირექტორი დავით კაკაბაძე 13 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტს სერთიფიკატებს გადასცემს და მედიააკადემიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

მის: მულტიმედია განათლების ცენტრი, (თბილისი, ალ. ჭავჭავაძის 10.

საკონტაქტო : 595 10 70 60 ლანა ბერიძე - კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

599 56 42 20 - რუსკა ჭაბუკიანი - კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

20 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას მომზადებული კანონპროექტები და პარლამენტში განვითარებული პროცესები. ვანო ზარდიაშვილის განცხადება. ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწის განცხადებები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო : 593 53 45 24

20 მარტს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ნიკა გოგბერაშვილი მედია-ჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს თემაზე: 2018-2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტის 10 მრჩევლის მიმართ გაცემული ხელფასის, პრემიისა და დანამატების შესწავლის შედეგები, ვინ რამდენი თანხა დახარჯა საზღვარგარეთულ ვოიაჟებში და რატომ არ განახორციელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა.

მის: აკაკი წერეთლის გამზირი 99, 1 სართული, ბ.49.

საკონტაქტო პირი: 599 291202

20 მარტს, 12:00 საათზე, ბაგებში, საკანდელიძის #21 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა გააპროტესტებს კომპანია „მეტრა პარკის“ მიერ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ მშენებლობას.

20 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

20 მარტს, 12:00 საათზე, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ შეთანხმებას “სამოქალაქო მოძრაობა” შეუერთდება და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

20 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმში, 6 მაისის პარკთან მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით “სამოქალაქო მოძრაობა” ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

20 მარტს, 13:00 საათზე, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისში “სამოქალაქო მოძრაობა” ხელმოწერების შეგროვებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყებს.

20 მარტს, 13:00 საათზე, მხატრული ტანვარჯიშის მთავარი მწვრთნელი ელისო ბედოშვილი, კიევის გრან-პრის მფლობელ ტანმოვარჯიშესთან სალომე ფაჟავასთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს.

მის: დიღომი, ოლიმპიური პარკის ტერიტორია - ტანვარჯიშის არენა.

20 მარტს, 13.00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, ნატო მოურავიძეს შეხვდება.

მის: საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, ოთახი 515

20 მარტს 13:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #150

20 მარტს, 14:00 საათზე, სოციალური მუშაკები ბრიფინგს გამართავენ, სადაც გააკეთებენ განცხადებას, რომელიც უკავშირდება ჯადანაცვის სამინისტროს მხრიდან სოციალურ მუშაკებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტსა და მედიაციის პროცესის ხელის შეშლას.

მის: ალ. ყაზბეგის 44, II სართული

საკონტაქტო პირი: ქეთი ხუციშვილი, ტელ: 595 485 070

20 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში”, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენას უმასპინძლებს.

20 მარტს, 14:30 საათზე, საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, გაიხსნება ბელარუსული პროდუქციის გამოფენა და გაიმართება საქართველო-ბელორუსის საქმიანი საბჭოს სხდომა. გამოფენას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მის: ა.წერეთლის გამზ. N118 („ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი)

საკონტაქტო პირი: მარიამ მურვანიძე 557 24 09 09

20 მარტს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები ახალციხის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

მის: ახალციხის N1 საჯარო სკოლა (მიქუტიშვილის ქუჩა N2).

20 მარტს, 15.00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.

მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. 59 (23-ე საჯარო სკოლა)

20 მარტს, 16:45 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მედიის წარმომადგენლებისთვის თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიასა და ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის პედრო სერანოს ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

შემდეგ კი, დაგეგმილია პედრო სერანოს ლექცია თემაზე: „ევროკავშირი - საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“.

მის: დ. უზნაძის 117ა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს