დიდ დიღომში  ხანძრის დროს დაშავებული  ზურაბ მჭედლიძის გამოკითხვა დასრულდა

დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძის გამოკითხვა დასრულდა. მჭედლიძესთან გამოკითხვაზე გამომძიებლები დღის პირველ ნახევარში შევიდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არც გამოკითხვამდე და არც შემდეგ არ გაუკეთებიათ.

ზურაბ მჭედლიძე დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, დიდ დიღომში ხანძარი 17 მარტს გაჩნდა. დაიწვა 2 000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ფართი, რომელშიც ტექნიკა ინახებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

იხილეთ ვიდეო: დიდ დიღომში ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძის გამოკითხვა დასრულდა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა