დონალდ ტრამპი - არასდროს ვყოფილვარ ჯონ მაკკეინის ფანი

არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები ჯონ მაკკეინის ფანი, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრაზილიის პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ თავის დროზე მხარი არ დაუჭირა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის Obamacare-ის გაუქმებას. გახსოვთ ალბათ, რომ წლების განმავლობაში ამ პროგრამის გაუქმებით გამოდიოდა, თუმცა შემდეგ კი კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა. გარდა ამისა, არის სხვა მომენტები, რაც განაპირობებს ჩემს დამოკიდებულებას“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აქამდე ტელეარხმა Fox News-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯონ მაკკეინი ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ბრიტანული დაზვერვის MI-6-ის ყოფილი აგენტისგან დონალდ ტრამპზე ფალსიფიცირებული დოსიე მიიღო და FBI-ს და ამერიკულ მედიას გადასცა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ჯონ მაკკეინის რეპუტაციას ბევრი სხვა შავი ლაქა ჰქონდა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა