დავით ზალკალიანი არგენტინაში “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე” სიტყვით გამოვა

ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით არგენტინაში იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში“ და სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ კონფერენციაში პირველად მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხორხე ფორისთან, არგენტინის ტურიზმის მინისტრთან გუსტავო სანტოსთან, არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრეზიდენტთან. დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ასევე კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება ბუენოს-აირესში პარაგვაის კულტურის სახლის გახსნას პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით.

ასევე, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭების ცერემონია.

აღსანიშნავია, რომ არგენტინაში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია დავით კირვალიძე, რომელიც საქართველოს კანდიდატია სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე, დავით კირვალიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრებში ცალკეული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან მონაწილეობას მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა