პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე პატიმრობაში მყოფი პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე პატიმრობაში მყოფი პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13.00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 18 პირიდან 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სწორედ, მათ მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადასინჯავს დღეს სასამართლო.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

იხილეთ ვიდეო: სრულიად საქართველოს მუფტი - კანონში სხვადასხვა კონფენსიების მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა იყოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა